უკრაინის ადვოკატთა ასოციაციასთან მედიაციის სფეროში მემორანდუმი გაფორმდა

20 სექტემბერი 2017

მემორანდუმის მიზანია  სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს ადვოკატთა შორის მედიაციის პოპულარიზაციას. მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია მედიაციაში ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება, პრესკონფერენციების, სემინარების, მრგვალი მაგიდების, შეხვედრების ორგანიზება. მოქალაქეთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება მედიაციაში. მედიაციის საკითხებზე ერთობლივი წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება საკანომდებლო პროექტებთან  და სხვა ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებთან, სახელმწიფო პროგრამებთან და სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი